საბოლოო მომხმარებლების კიბერჰიგიენის შეფასება – კვლევა საქართველოს მაგალითზე

ავტორი: გიორგი ახალაია
ორგანიზაცია: კავკასიის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების სკოლა

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: Cyber Hygiene, Cyber Security, Cyber Crime in Georgia, Cyber hygiene assessment, end user awareness
აბსტრაქტი. საქართველოში ბოლო რამდენი ათწლეულია ტექნოლოგიური რეფორმა მიმდინარეობს. G2G, G2B, G2C, B2B ტიპის სერვისების უმეტესობამ ონლაინ პლათფორმებზე გადაინაცვლა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე (ICT) მზარდი დამოკიდებულება თავის მხრივ მნიშვნელოვანად ზრდის საფრთხეს პერსონალური, კორპორატიული თუ სახელმწიფო ინფორმაციისა და ინტერესების დაცვის კუთხით. მომხმარებელი არის კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი და ამავდროულად ყველაზე სუსტი რგოლი. შესაბამისად კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა დაიწყოს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებით, კიბერჰიგიენის მოწესრიგებით. სტატია მიმართულია არსებული მდგომარეობის შეფასების, მოწყვლადი საფრთხეების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისაკენ. სამაგიდო კვლევის პარალელურად ჩატარდა კომპიუტერული სისტემის მომხმარებლების გამოკითხვა, რათა რეალურად გამოვლენილიყო ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კვლევისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა სოციალურ ინჟინერიაზე, პაროლის მართვის პოლიტიკაზე, ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარჩვევებზე, უკაბელო ქსელის პარამეტრებსა და გამოყენების პრინციპებზე, არალიცენზირებულ პროგრამებსა და სხვა კიბერჰიგიენისთვის აუცილებელ პარამეტრებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან დაბალი ცნობიერებაა ამ კუთხით მომხმარებელში. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში მთავარი აქცენტი კეთდება აპარატურულ ნაწილზე და მომხმარებლის ფაქტორი ხშირად უყურადღებოდ რჩება. სტატიაზე მუშაობისას გამოვლინდა, რომ არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად დაარეგულირებს საქართველოს კიბერსივრცეს.

ბიბლიოგრაფია

ვ. სვანაძე, ა.გოცირიძე. კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები, მოამზადა კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ბიურომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2015.
Mott Nathaniel.2019. Hackers Exploit 19-Year-Old WinRAR Vulnerability. tom’s HARDWARE: 18 of March,2019. https://www.tomshardware.com/news/winrar-vulnerability-mcafee-research-cybersecuritystats,38845.html (ბოლო წვდომა: 17.11.2019)
M. Iavich, S. Gnatyuk, G. Iashvili, A. Fesenko. Cyber security European standards in business. Scientific and Practical Cyber Security Journal (SPCSJ), 3(2):36-39, 2019