ფიშინგ შეტევები 2020–2025 წლებში: ტენდენციები, ტაქტიკა და დაცვითი სტრატეგიები

ავტორი: Julia Iarajuli, Sandra Mkheidze, Elene Mchedlidze, Anastasia Kundukhashvili, Maksim Iavich
ორგანიზაცია: University of Young Penetration Testers, Caucasus University

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: ფიშინგის შეტევები, AI, ნულოვანი ნდობის არქიტექტურა
აბსტრაქტი. 2020–2025 წლებში ფიშინგის შეტევები ტექნიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვნად განვითარდა. ამ კვლევაში გაანალიზებულია გლობალური ტენდენციები ღია კიბერუსაფრთხოების წყაროების საფუძველზე. ფიშინგის მეთოდებმა გამოავლინა მზარდი სირთულე და ტექნიკური დახვეწილობა, განსაკუთრებით მიზნობრივი შეტევების — BEC, ვიშინგი, სმიშინგი, უეილინგი და საძიებო ფიშინგის ფარგლებში. კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმ სექტორებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ (ფინანსები, ჯანდაცვა, განათლება) და განიხილავს თანამედროვე თავდაცვით მექანიზმებს, როგორიცაა AI-ფილტრები, ბიჰევიორალური ბიომეტრია და Zero Trust არქიტექტურა. შედეგები აჩვენებს, რომ თავდასხმები სულ უფრო რეალისტური და რთულად გამოსავლენი ხდება. დასკვნის საფუძველზე რეკომენდებულია ინტეგრირებული და მრავალშრიანი თავდაცვითი სტრატეგიების დანერგვა და AI ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება ფიშინგის პრევენციაში.

ბიბლიოგრაფია

Verizon. 2024 Data Breach Investigations Report. Verizon, 2024
Anti-Phishing Working Group (APWG). Phishing Activity Trends Report. APWG, 2023
IBM X-Force. Threat Intelligence Index 2025. IBM Security, 2025
Kaspersky Labs. The Rise of Deepfake Phishing. Kaspersky, 2023
European Union Agency for Cybersecurity (ENISA). Threat Landscape Report 2024. ENISA, 2024