ინტერნეტ ფრაგმენტაცია როგორც ახალი გამოწვევა ინტერნეტის ერთიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის

ავტორი: ვლადიმერ სვანაძე
ორგანიზაცია: კავკასიის უნივერსიტეტი

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: ინტერნეტის ფრაგმენტაცია, ერთიანობა, მდგრადობა, გამძლეობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, განვითარება, პოლიტიკური, ტექნიკური, კომერციული, სამთავრობო, პოლიტიკა.
აბსტრაქტი. გლობალური ინტერნეტის ერთიანობისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისთვის ახალ გამოწვევად იქცა ფრაგმენტაციის სულ უფრო ღრმა პროცესი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტს ემუქრება დაშლის საფრთხე ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებულ ცალკეულ ფრაგმენტებად. ფრაგმენტაციის გამომწვევ მიზეზებად სახელდება მთელი რიგი შემაშფოთებელი ტენდენციები, რაც უკავშირდება ინტერნეტის ტექნოლოგიურ განვითარებას, ცალკეული ქვეყნების ინტერნეტ პოლიტიკებსა და კომერციულ საქმიანობას, ასევე არსებულ საერთაშორისო ვითარებას. ფაქტიურად, ფრაგმენტაციის პროცესმა გლობალური ინტერნეტ სივრცე დააყენა ახალი საფრთხის წინაშე, რაც გარდა აღნიშნულისა, ასევე უკავშირდება ცალკეული ავტოკრატული ხელისუფლებების მხრიდან მასზე ტოტალური კონტროლის დაწესებას, გლობალურად არსებულ ეთნოკონფლიქტებსა და საომარ მოქმედებებს, აგრეთვე გაზრდილ კიბერდანაშაულებებს. ყოველივე ეს კი არღვევს ინტერნეტის ერთიანობასა და მდგრადობას, საფრთხეს უქმნის მის სტაბილურ და უსაფრთხო განვითარების პროცესს. მოცემული პროცესი ასევე ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებულ ტუნისის დღის წესრიგს. ინტერნეტ ფრაგმენტაცია არის ახალი პროცესი და ის წარმოადგენს ფართო შესწავლის საკითხს. წინამდებარე ნაშრომი მოკლედ მიმოიხილავს ინტერნეტ ფრაგმენტაციის technical, commercial and governmental ფორმებს, და ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებს უფრო ფრაგმენტაციის political ასპექტზე. კერძოდ, მოცემული საკითხი განიხილება უკრაინის ომისა და რუსეთის ხელისუფლების ინტერნეტ პოლიტიკის კუთხით. სწორედ, ცალკეული ქვეყნების ინტერნეტ პოლიტიკები და მიდგომებია ის, რაც მიიჩნევა ფრაგმენტაციის პოლიტიკურ ნაწილად, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ფრაგმენტაციას გავლენა აქვს ფრაგმენტაციის დანარჩენ სამ ფორმაზე. აქვე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ ისეთი გლობალური ორგანიზაციები, როგორებიც არის ICANN და RIPE NCC ჯერ - ჯერობით ახერხებენ შეინარჩუნონ დამოუკიდებელი პოზიცია და არ მოახდინონ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, რადგან ინტერნეტის ტექნიკური მართვის პოლიტიზირება წარმოადგენს იმ საფრთხეს, რასაც შეიძლება მოყვეს ინტერნეტ ფრაგმენტაციის შეუქცევადი პროცესი.

ბიბლიოგრაფია

Vladimer Svanadze, Maksim Iavich, Impact of Internet Fragmentation on the Unity, Security, and Stability of Global Internet; CPITS 2024 Cybersecurity Providing in Information and Telecommunication Systems 2024; CEUR, Vol-3654, pp. 520–525. https://ceur-ws.org/Vol-3654/
Svanadze, Vladimer. 2023. “Challenges of Internet Fragmentation and Global Cyberspace.” Scientific and practical cyber security journal – SPCSJ № 4 vol. 07, December 2023
Christopher Meinel, „Russia’s War Against Ukraine is Catalyzing Internet Fragmentation“, Council on Foreign Relations, 2023
Kamaitis Konstantions, “Internet Fragmentation: Why It Matters for Europe”, 2023
Stokel-Wallker Chris, “Russia Inches Toward Its Splinternet”, 2022
Sullivan Andrew, “Misguided Policies the World over are slowly killing the Open Internet”, Internet society, 2023
Drake J. drake, Cerf Vinton G., Kleinwachter Wolfgang, “Internet Fragmentation: An Overwiev” , 2016
Maksim Iavich, Sergiy Gnatyuk, Giorgi Iashvili, Andriy Fesenko, Cyber security European standards in business, Scientific and practical cyber security journal, 2019 https://journal.scsa.ge/papers/cyber-security-european-standards-in-business/
Vladimer Svanadze, Maksim Iavich, and Sergiy Gnatyuk, Challenges and Solutions for Cybersecurity and Information Security Management in Organizations; CPITS 2024 Cybersecurity Providing in Information and Telecommunication Systems 2024; Vol-3654, pp. 497–504. https://ceur-ws.org/Vol-3654/