კიბერ ბულინგი – ძალადობა ონლაინ სამყაროში

ავტორი: დავით ნოზაძე
ორგანიზაცია: საქართველოს უნივერსიტეტი

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: Bullying, cyber, violence
აბსტრაქტი. დღევანდელობაში ძალიან გავრცელებულია ინტერნეტ (კიბერ) ბულინგის საფრთხეები განსაკუთრებით მოზარდებში. ტრადიციული ბულინგი უკვე დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა მეცნიერული დისკუსიების ერთერთ აქტუალურ სფეროს, ჩვენ გვეძლევა საშუალება ჩავატაროთ მისი შედარებითი ანალიზი კიბერ ბულინგთან. ტრადიციული ბულისგან განსხვავებით, კიბერ „ბულის“ ვინაობის დადგენა განსახორციელებლად რთულ ან სრულიად შეუძლებელ გამოწვევას წარმოადგენს. ვინაიდან ინტერნეტს არ გააჩნია ფიზიკური საზღვრები, ის შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეც აღმოჩნდეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლონ კიბერ ბულინგის ინციდენტებზე სათანადო რეაგირება მოხდენა, პირველ რიგში უნდა შემუშავდეს შესაბამისი კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც პოლიცია შეძლებს მოქმედებას. გარდა ამისა, გამომძიებელი უნდა იყოს კომპეტენტური კიბერ ტექნოლოგიებთან მუშაობის მიმართებაში.

ბიბლიოგრაფია

Cyber Bullying: Bullying in the Digital Age, 2008 first edition by Robin M. Kowalski
Social Media Cyber Bullying Linked to Teen Depression By Stephanie Pappas, Scientific American, 2015