LI-FI ტექნოლოგიით აგებული ქსელის კიბერუსაფრთხოება
ავტორი: სალომე მახარაძე, ელვირა ბჟინავა, მანანა გოგბერაშვილი
ორგანიზაცია: ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
კატეგორია:
საკვანძო სიტყვები: უსადენო კავშირი; Wi-Fi; შუქდიოდი; LED განათება; Li-Fi; კიბერსაფრთხე; კიბერუსაფრთხოება; შიფრაცია.
აბსტრაქტი. თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ინფორმაციის გაცვლისთვის უსადენო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. მონაცემთა უსადენოდ გადაცემა ხორციელდება 3G, 4G, LTE, 5G, Wi-Fi და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. აღნიშნული ტექნოლოგიების ფუნქციონირებისთვის საჭიროა რადიოსიხშირეების გამოყენება. შეზღუდული სიხშირული ზოლი და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, რომელიც დამოკიდებულია ქსელში ერთდროულად ჩართულ მომხმარებელთა რაოდენობაზე, ასევე რამდენიმე წყაროს ერთმანეთზე გავლენა, განაპირობებს ახალი ტექნოლოგიის შექმნის აუცილებლობას. უფრო მეტად სრულყოფილ ტექნოლოგიას წარმოადგენს Li-Fi (Light Fidelity) ტექნოლოგია, რომელშიც დასახელებული პრობლემები არ არსებობს. Li-Fi ტექნოლოგია დაფუძნებულია სინათლის ენერგიის გამოყენებაზე, ინფორმაციის უსადენოდ გადასაცემად იყენებს ხილულ ან უხილავ სინათლეს, რომელსაც ასხივებს შუქდიოდი, რის საშუალებითაც შესაძლებელია ორმხრივი მაღალსიჩქარული კავშირის უზრუნველყოფა. სტატიაში წარმოდგენილია Li-Fi ტექნოლოგიის სისტემის არქიტექტურა, ტექნოლოგიის უპირატესობები და ნაკლოვანებები, მახასიათებლები, გამოყენების სფეროები. დასახელებულია უსადენო კავშირის ქსელებში არსებული კიბერსაფრთხეების სახეობები. ნებისმიერ ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღება პოტენციური საფრთხეებისგან თავის დასაცავად, უსაფრთხოების რისკების მინიმიზაციის მიზნით Li-Fi ტექნოლოგია გამოირჩევა მონაცემთა დაცულობისა და კონფიდენციალურობის უპირატესობით Wi-Fi-ისთან შედარებით. ის უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოდ გადაცემას და ქსელის საიმედოდ მუშაობას. ნაშრომში ასევე მოცემულია Li-Fi ტექნოლოგიაში გამოყენებული კიბერუსაფრთხოების საშუალებები და მეთოდები.
ბიბლიოგრაფია
Biswas B., Nakhale A., Roshan Sinha A., Lighting up data: the future of wireless data transfer with Li-Fi technology, Telecommunications and Radio Engineering. 2024
Gorozheev M., Pirogov R., Prospects for of Li-Fi Technology in the aspect of ensuring information security, A collection of scientific articles, 2023, 1, p.740-746.
Sharma A.K., Agarwal A., Changder S., Kumar A., Bhutiani M., Singh Ch.Sh., Bibar S., Singh A.K., Roy A., Dey A. Data Transfer Using Li-Fi. International Journal of Innovative Research in Physics. 2023. Т. 4. № 4. p. 22-24.
Shavgulidze S., Ugrelidze N., Wi-Fi: Modern Standards and Development Trends (1st ed.). Georgia, ComCom, 2021, p.160
URL: https://shorturl.at/ofLKa (18.11.2024)
Ahmad R., Soltani M. D., Safari M., Srivastava A., and Das A., Reinforcement learning based load balancing for hybrid Li-Fi Wi-Fi networks, IEEE Access, 2020, 8, p.132273–132284
Siddique I., Awan Z., Yousaf Khan M., Mazhar A., Li-Fi the Next Generation of Wireless Communication through Visible Light Communication (VLC) Technology, International Journal of Scientific Researc in Computer Science, Engineering and Information Technology, 2019, 5, no 1, p.30-37.
URL: https://shorturl.at/GJ1yE (18.11.2024)
Menu