ომის ჟურნალისტიკა და მისი სპეციფიკა ჟურნალ „არსენალის“ ფოკუსში

ავტორი: ნატალია პატარკაცაშვილი , ანი დეკანოსიძე
ორგანიზაცია: _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, III კურსის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, III კურსის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი.

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: ცნობიერების ამაღლება, ინფორმაცია, საინფორმაციო ომი, ომის ჟურნალისტიკა, სამხედრო შეიარაღება, ჟურნალი „არსენალი“.
აბსტრაქტი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნაშრომი მეტად აქტუალურ თემატიკას ეხება. მასში წარმოჩენილია თანამედროვე ქართული მედიის მუშაობის სპეციფიკა საომარი მოქმედებებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებისას. სამხედრო ჟურნალისტიკის განვითარების ტენდენციებზე თვალის მიდევნებით, შევეცადეთ ნათლად გვეჩვენებინა ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის პრობლემები, რამაც არაერთგზის იჩინა თავი კონფლიქტური ზონებიდან ინფორმაციის მოპოვება – გაშუქების პროცესში. უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, წარსულიდან და დღევანდელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამხედრო თემების გაშუქება და საზოგადოებამდე საჭირო და აუცილებელი სამხედრო ინფორმაციის მიტანა. უახლოესმა წარსულმა, კერძოდ 2008 წლის აგვისტოს ომმა, ნათლად აჩვენა ის ხარვეზები, რომლებიც დღეს კონფლიქტებზე მომუშავე ჟურნალისტთა საქმიანობას ახლავს. სამწუხაროდ, ქართული მედია სამხედრო შინაარსის გადაცემებისა თუ ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას განიცდის, მაშინ როდესაც სამხედრო აღმშენებლობა ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. შესაბამისად, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სისტემატურად გავრცელება უმნიშვნელოვანესია.

ბიბლიოგრაფია

1.ჟურნალ ,,არსენალის’’ 2018 წლის 12 ნომერი
2. ვარდიაშვილი, ზურაბ. 2012 ,,ომის პირველი მსხვერპლი - სიმართლე’’. Liberali. ბოლო ნახვა 30.02.20 http://liberali.ge/articles/view/2601/salome.ge