საარჩევნო კიბერდანაშაული: არსი და ძირითადი ფორმები

ავტორი: ნინო ბოჭოიძე
ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ( პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის მე-3 კურსის სტუდენტი)

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: საარჩევნო კიბერდანაშაული, არჩევნები,ეროვნული უსაფრთხოება, პოლიტიკა, კიბერ თავდასხმები.
აბსტრაქტი. 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით დიდი აქტუალურობითა და გლობალურობით გამოირჩევა საერთაშორისო ტერორიზმის საკითხი. პრობლემას არ აქვს საზღვრები და ის მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა,რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ტერორიზმის ერთ-ერთ სახედ შეიძლება ჩაითვალოს „ტექნოლოგიური ერის“ ახალი პრობლემა- კიბერდანაშაული. ინტერნეტი დღეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგია და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი გამოგონება,რომელიც კაცობრიობას გააჩნია. რთულია ზუსტად განსაზღვრო კიბერდანაშაულის დეფინიცია, გამომიდნარე მისი კომპლექსური სტრუქტურისა და მრავალფეროვანი ფორმების. ფართოდ რომ განვმარტოთ,კიბერდანაშაული,ეს არის ყველა სახის სისხლისსამართლებრივი დანაშაული ,რომელიც ჩადენილია საკომუნიკაციო ან საინფომრაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,ან მათ მიმართ. კიბერდანაშაულის საკმაოდ ფართო სპექტრია ჩვენს ირგვლივ გაშლილი და ყოველდღიურად ადამიანები ვხდებით ძალიან ხშირი ინტერნეტ თავდასხმის მსხვერპლი,რაც თანამედროვე „ციფრული საზოგადოებისთვის“ მნიშვნელოვანი პრობლემაა. კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ქვესახეობაა, შეიძლება ასეც ითქვას, საარჩევნო კიბერდანაშაული. ჩემ მიერ შერჩეული საკვლევი თემა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ცალკეული სახელმწიფოები აქტიური პოლიტიკით ებრძვიან ინტერნეტ-დანაშაულს,რომლის რადიკალური ფორმაა საარჩევნო კიბერდანაშაული. ძირითდად სიტყვის ეტიმოლოგიური გაგებიდან, ცხადია, მისი დეფინიცია თავსატეხს არ წარმოადგენს,თუმცა საარჩევნო კიბერდანაშაული და მის ფორმებთან ეფექტური ბრძოლა,ნამდვილად რთულია. ისეთი ქვეყნებისთვის,როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროპის მოწინავე სახელწმიფოები- მათთვის კიბერუსაფრთხოების პრობლემა ბევრად უფრო ადრე დადგა,ვიდრე საქართველოსნაირ განვითრებად ქვეყნებში. საარჩევნო კიბერდანაშაული ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებას, თავისუფალ და თანასწორ არჩევნებს და ზიანს აყენებს სახლემწიფო უსაფრთხოებას. ის,რომ საარჩევნო კიბერდანაშაული დღეს ძალიან გავრცელებული ფორმაა, დასტურდება როგორც უცხოეთის (აშშ-ს ელექტრონული არჩევნები),ასევე საქართელოს მაგალითით.

ბიბლიოგრაფია

1.Anderson,K, (29 sep,2008) „How do we tackle political cyber-crime?“ https://www.computerweekly.com/opinion/How-do-we-tackle-political-cyber-crime?fbclid=IwAR1TO7nq7A-lKv_-7SQJzzpvYjiw1cEguaykCTudVWxHps7hQkAJdiDFkMk
2.Cimpanu, C. (March 30,2020 -- 02:07 GMT (03:07 BST) “Personal details for the entire country of Georgia published online” https://www.zdnet.com/article/personal-details-for-the-entire-country-of-georgia-published-online/
3.National Election Defense Coalition (June 21,2017) “Election Integrity Open Letter to Congress,” https://www.electiondefense.org/election-integrity-expert-letter
4.Seen (29 April,2020) “Cyber threats and elections: understanding the security risk”. https://vision.fireeye.com/editions/06/06-cyber-threats-and-elections.html?fbclid=IwAR1j9LtiMEtFkCZcAOJqbGu62IzyLY_mqLTI5Y-kvAl4JtLbaKTq0cNF5Vc#
5. Jakobsson, M. and Ramzan, Z. (Apr 23,2008) “Cybercrime and Politics: The Dangers of the Internet in Elections” https://www.informit.com/articles/article.aspx?p=1190114&ranMID=24808&fbclid=IwAR0tnKJGmtgqfK5AeoT1L892KBPN2SGCA_yhndhK7SO0nIQjCggGvkWPaFQ
6.Rafter,D. (Seen – may 3,2020) “2020 election cybersecurity: Protecting U.S. elections against cybercrime” https://us.norton.com/internetsecurity-emerging-threats-2020-election-cybersecurity.html?fbclid=IwAR0HoTAl4coxa8nmkX8ts9cbuoIhugSKiSxDmhRPffcPZHPWm4oImbk107Q
7.Fidler, D.P (2016) “The U.S. Election Hacks, Cybersecurity, and International Law” DOI: https://doi.org/10.1017/aju.2017.5
8. Ivanova, A.X. (September,2019) “Online voting as an element of cybersecurity of megacities” https://www.researchgate.net/publication/339143499_Online_voting_as_an_element_of_cybersecurity_of_megacities?fbclid=IwAR0Yq9SaLkOWcP4fJdhgL6mau9c_GO5_C-it-5dkTrTYkoozEKXttiRSiLY
Morris, D. Baccio, M. Klein,D. Nixon. A. (April 28,2020) “Cyber Threats to Elections” Webinar https://www.brighttalk.com/webcast/574/387719/cyber-threats-to-elections?fbclid=IwAR2YFZ2dCFoeq5Phfmu4c1MNV9rB03KyOMLsK--cx2A1dlVTrsd1X6-_fTo
10.Thomas,D. (October 26,2017) “Protecting elections from cyberattacks” https://www.raconteur.net/technology/protecting-elections-from-cyberattacks
11. Staak.S.V. and Wolf,P. (seen April 30,2020) “Cybersecurity in Elections” (Models of Interagency Collaboration) https://www.idea.int/sites/default/files/publications/cybersecurity-in-elections-models-of-interagency-collaboration.pdf?fbclid=IwAR3EPnVTRkIm6rwncCm1uL-llPeHqmXYPgRpE6OYa1EJaAisWQcP7RQXb_s
12.Seen (May 2,2020) National Counterintelligence and Security Centre- “Foreign Threats to U.S. elections ,election security information needs” https://www.odni.gov/files/ODNI/documents/DNI_NCSC_Elections_Brochure_Final.pdf
13.Agawu, E. A. (April 3, 2018) “How to Think About Election Cybersecurity: A Guide for Policymakers.” https://www.newamerica.org/cybersecurity-initiative/policy-papers/how-to-think-about-election-cybersecurity/
14.Hawkins, D. (June 5, 2018) “The Cybersecurity 202: Voters’ Distrust of Election Security Is Just as Powerful as an Actual Hack, Officials Worry”- Washington Post https://www.washingtonpost.com/news/powerpost/paloma/the-cybersecurity-202/2018/06/05/the-cybersecurity-202-voters-distrust-of-election-security-is-just-as-powerful-as-an-actual-hack-officials-worry/5b1567091b326b08e883912f/%3futm_term%3d.7a03e7805651