ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავებაზე ზედამხედველი ორგანოები და მათი უფლებამოსილება საქართველოსა და ევროკავშირში
ავტორი: ილია ხუციშვილი
ორგანიზაცია: „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი - სამართლის სკოლის დოქტორანტი
კატეგორია:
საკვანძო სიტყვები: პერსონალური მონაცემი, წვდომა, დამუშავება, ზედამხედველობა;
აბსტრაქტი. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების კანონირერების კონტროლი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე წვდომის პროცესში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ სფეროს - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების მიერ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ჩარევისაგან. შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება და იგი ადგენს ფორმალურ, პროცესუალურ წინაპირობას აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რომ არ მოხდეს ამ უფლებათა შეზღუდვა სასამართლოს ზედამხედველობის გარეშე.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ამასთან იმ პირობის სავალდებულო დაცვით, რომ უფლებაში ჩარევა მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული გზით მოხდება.
აღნიშნული უფლების დაცვა კიდევ უფრო აქტულური ხდება როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავი ორგანოებისა მიერ ფარული საგამოძიებო მიზნებისათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავებას.
სამართალდამცავი ორგანოები აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სისტემას წარმოადგენს, რომლის ძირითად ფუნქციებს დანაშაულის პრევენცია/აღკვეთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა განეკუთვნება. დასახული ამოცანების შესასრულებლად სამართალდამცავ უწყებებს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ფარული საგამოძიებო საქმიანობის განხორციელება, აქედან გამომდინარე, არსებობს მათი არასათანადოდ გამოყენების რისკი, ამიტომ მათი საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის უფლებების დაცვას, მასში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ჩარევებისაგან.
საკითხის აქტუალობიდან გამომიდნარე, ნაშრომის ფარგლებში განხილულია საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში ზედამხედველი ორგანოების უფლებამოსილების ფარგლები და ასევე ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს უფლებამოსილება ევროკავშირის მასშტაბით პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტროლის კუთხით.
ბიბლიოგრაფია
1.Convention for the Protection of Individuals with regard to Automatic Processing of Personal Data Strasbourg, 28.01.1981, [წვდომის თარიღი: 02.11.2020];
2.Additional Protocol to the Convention for the Protection of Individuals with regard to Automatic Processing of Personal Data, regarding supervisory authorities and transborder data flows, Strasbourg, 08/11/2001, [წვდომის თარიღი: 02.11.2020];
3.Directive (EU) 2016/680 of the European Parliament and of the Council of 27 April 2016 on the protection of natural persons with regard to the processing of personal data by competent authorities for the purposes of the prevention, investigation, detection or prosecution of criminal offences or the execution of criminal penalties, and on the free movement of such data, and repealing Council Framework Decision 2008/977/JHA, [წვდომის თარიღი: 06.11.2020];
4.The Council of Europe, Recommendation No. R (87) 15 of the Committee of Ministers to member states regulating the use of personal data in the police sector, [წვდომის თარიღი: 02.11.2020];
5.Directive 95/46/EC of the European Parliament and of the Council of 24 October 1995 on the protection of individuals with regard to the processing of personal data and on the free movement of such data, Official Journal L 281 , 23/11/1995 P. 0031 – 0050, [წვდომის თარიღი: 02.11.2020];
6.Regulation (EU) 2016/679 of the European Parliament and of the Council of 27 April 2016 on the protection of natural persons with regard to the processing of personal data and on the free movement of such data, and repealing Directive 95/46/EC (General Data Protection Regulation) (Text with EEA relevance), [წვდომის თარიღი: 02.11.2020];
7.Directive 97/66/EC of the European Parliament and of the Council of 15 December 1997 concerning the processing of personal data and the protection of privacy in the telecommunications sector, 15 December 1997, [წვდომის თარიღი: 02.11.2020];
8.Directive 2002/58/EC of the European Parliament and of the Council of 12 July 2002 concerning the processing of personal data and the protection of privacy in the electronic communications sector (Directive on privacy and electronic communications), 12 July 2002, [წვდომის თარიღი: 02.11.2019];
9.Directive 2009/136/EC of the European Parliament and of the Council of 25 November 2009 amending Directive 2002/22/EC on universal service and users’ rights relating to electronic communications networks and services, Directive 2002/58/EC concerning the processing of personal data and the protection of privacy in the electronic communications sector and Regulation (EC) No 2006/2004 on cooperation between national authorities responsible for the enforcement of consumer protection laws (Text with EEA relevance), [წვდომის თარიღი: 02.11.2020];
10.Treaty on the Functioning of the European Union, Article 16, Official Journal C 326 , 26/10/2012 P. 0001 – 0390, [წვდომის თარიღი: 04.03.2020];
11.Regulation (EU) 2016/679 of the European Parliament and of the Council of 27 April 2016 on the protection of natural persons with regard to the processing of personal data and on the free movement of such data, and repealing Directive 95/46/EC (General Data Protection Regulation) (Text with EEA relevance), Official Journal of the European Union L 119/1, , [წვდომის თარიღი: 04.03.2020];
12.Charter of fundamental rights of the European Union, Article 8, Official Journal C 364 , 18/12/2000 P. 0001 – 0022, [წვდომის თარიღი: 04.03.2020];
Menu