ისრაელის კიბერუსაფრთხოების სისტემა

ავტორი: ლერი სარაიდაროვი
ორგანიზაცია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: კიბერუსაფრთხეობა, სპეცსამსახურები, კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა, სტარტაპი კიბერუსაფრთხოებაში, სახელმწიფო უწყებები
აბსტრაქტი. უდავოა, რომ ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის პრობლემა არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად მმართველობისა და რეჟიმის პირობებისა, თუმცა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მით უმეტეს საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, სადაც სხვა საფრთხეებთან ერთად მომეტებულია ასევე ტერორისტული საფრთხეები, ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფა პრიორიტეტულია და მას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ისრაელის სახელმწიფოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საინფორმაციო უსაფრთხოებასა და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას და კომპონენტს- კიბერუსაფრთხოებას და კიბერთავდაცვას. მოგეხსენებათ, კიბერნეტიკულ ერაში, ტექნოლოგიების განვითარებასთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად იზრდება საფრთხეებისა და გამოწვევების რაოდენობა და მოცულობა. ისრაელში კიბერსაფრთხეებთან და რისკებთან საიმედო და მდგრად გამკლავებას უზრუნველყოფს არაერთი სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე სამსახური თუ ორგანიზაცია. მათ შორის სპეცსამსახურების, პოლიციის და თავდაცვის ძალების დანაყოფები, ასევე მაღალრეიტინგული სტარტაპ და საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მომსახურე კომპანიები. შესაჯამებლად უნდა ითქვას, რომ ისრაელის კიბერუსაფრთხოების სფეროში მიღწეული წარმატების საფუძველს წარმოადგენს მაღალკავალიფიციური სპეციალისტების მრავალრცხოვანი შტატი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, ნოვატორული მიდგომები, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და მოწინავე-ლიდერ და დაცულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გაუნელებელი ჟინი.

ბიბლიოგრაფია

გვენეტაძე ეპიფანე. „საერთაშორისო უშიშროების ასპექტები“, თბილისი, 2017 წ.
Цитович Я.В., Понятие «национальная безопасность» и особенности ее обеспечения (на примере Государства Израиль) Россия, Москва; 2019 г
Казанин М.В., Военный и гражданский аспекты кибербезопасности Израиля. 2018 г.
Гельман З. Кибербезопасность по-израильски, Тель-Авив, 2019 г
Диогенес Ю, Озкайя Э: Кибербезопасность. Стратегии атак и обороны. Перевод: Беликов Д. изд. ДМК-Пресс, 2020 г.
Демидов О. и Касенова М. Кибербезопасность и управление интернетом: Москва. изд Статут, 2013 г.
Север А. «Моссад» и другие спецслужбы Израиля. 2011 г.
Седов С. Сионизм: ставка на террор.–изд. Москва, 1984 г.
Дегтярев К. Энциклопедия спецслужб. – Москва., 2008 г.
Блехман Р. Мосад, Аман, Шабак, или Возмездие по-еврейски Уцененный товар (№1), 2008г.
Бирюк В. Секретные операции XX века: Из истории спецслужб. – СПб., 2003 г.