სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის როლი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

ავტორი: ილია ხუციშვილი
ორგანიზაცია: „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი - სამართლის სკოლის დოქტორანტი

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: ინფორმაციული უსაფრთხოება, დეველოპმენტი
აბსტრაქტი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განვლილ პერიოდში მიმდინარე სიღრმისეული გარდაქმნები საჭიროებენ ადეკვატური მეცნიერული კვლევების გაძლიერებას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების შესწავლა წარმოადგენს. ეკონომიკის უსაფრთხო განვითარება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ეკონომიკურ უსაფრთხოებას სახელმწიფოთა განვითარების ყველა ეტაპზე ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დატვირთვას იღებდა. ზოგჯერ იგი დაკავ-შირებული იყო ქვეყნის სამხედრო ძლიერებასთან, განვითარებასთან, მოსახლეობის კეთილდღეობასთან, თუმცა მისი მთავარი მიზანი ყოველთვის იქნება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს წარმატება წარმოუდგენელია სუსტი ეკონომიკის ფონზე. სწორედ აღნიშნული საკითხების განხილვა და გაანალიზებაა საინტერესო, ვინაიდან სადაზვერვო-ოპერაციული ქმედებებით შესაძლებელია ქვეყანის ეკონომიკაზე ზემოქმედება სხვადასხვა ბერკეტით, რაშიც უდიდესი წვლილი სპეცსამსახურების საქმიანობას მიუძღვის. კვლევის მიზანია, მოხდეს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი სხვადასხვა დამაზიანებელი საქმიანობის შესწავლა, ანალიზი და კრიტერიუმების დადგენა, თუ რა ინდიკატორები არსებობს რითაც დგინდება სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე დამაზიანებელი ზემოქმედების საფრთხე, რომელიც თავისთავად ხელყოფს სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ამას შემდგომ მოჰყვება პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვა და მძიმე შემთხვევაში - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაც კი.

ბიბლიოგრაფია

1.„სახელმწიფო“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4393;
2.გ. ინწკირველი. „სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია.“ თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003 წ. გვ. 39-45;
3.სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, თბილისი, გამომცემლობა „ლოგოს პრესი,“ 2004 წ. გვ. 258;
4.მიხეილ ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გამომცემლობა „განათლება,“ თბილისი 1973, გვ. 231;
„საზოგადოებრივი აზრი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, განმარტებითი ლექსიონი, www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=6359;
6.ალექსანდრე წერეთელი, „ძველი რომის ისტორია“, თავი VI, „ბრძოლა რომსა და კართაგოს შორის“, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა. ტ. II. 1961 წ. გვ. 75-86;
7.მარიამ ლორთქიფანიძე. დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“, „საქართველო VI-VII ს-ის დასაწყისში“, თბილისი, გამომცემლობა „პალიტრა L“, ტომი II, 2012 წ. გვ. 79-81;
8.მარიამ ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“, „ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხასიათი XVIII საუკუნეში“, თბილისი, გამომცემლობა „პალიტრა L“, ტომი III, 2012 წ, გვ. 393-394;
9.ნ. ნიკოლაძე, „ივნისის დღეები თბილისში“, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა. თხზ. ტომი 1, 1962 წ. გვ. 300-301;
10.Al Jazeera, „Egypt's revolution, A chronicle of the revolution that ended the three-decade-long presidency of Hosni Mubarak“, http://www.aljazeera.com/news/middleeast/2011/01/201112515334871490.html;
11.Varun Vira and Anthony H. Cordesman Arleigh A. Burke Chair in Strategy,Center For Strategic & International Studies, „The Libyan Uprising“, 20 June 2011, http://csis.org/files/publication/110620_libya.pdf;
12.Pablo Gorondi, „Thousands in Hungary march against Internet tax“, Phys.org, http://phys.org/news/2014-10-thousands-hungary-internet-tax.html;
13.Hannah Brown, Why economic hardships finally sparked Iranian protests, Updated Dec 2, 2019, https://www.vox.com/world/2019/11/25/20980775/iran-protests-gas-prices;