კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსები და საქართველო

ავტორი: ვლადიმერ სვანაძე
ორგანიზაცია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოსტექნოლოგიური ინოვაციების აკადემიის დირექტორი

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: კიბერუსაფრთხოება, გლობალური ინდექსი, ეროვნული ინდექსი, განათლება, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი, ელექტრონული მმართველობის აკადემია, კიბერსივრცე
აბსტრაქტი. კიბერუსაფრთხოებამ მიუხედავად თავისი განვითარების მოკლე პერიოდისა, შეიძლება ითქვას დაიკავა ერთერთი მთავარი ადგილი როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ უსაფრთხოებაში, გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, და მნიშვნელოვანი კომპონენტი. ფაქტიურად, ყოველივე ეს განაპირობა ინტერნეტისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, პანდემიის ფონზე ელექტრონული სერვისების მიმართ გლობალურად მზარდმა მოთხოვნილებამ. ყოველივე ეს კი ითხოვს ინტერნეტის სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას, რაშიც ჩართული არის როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე საერთაშორისო და რეგიონალუირი ორგანიზაციები. შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ქვეყნების კიბერსივრცის უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ქვეყნის სახმელეთო, საჰაერო, თუ საზღვაო ტერიტორიების დაცვა, და რაც თავის მხრივ ხდება საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. ფაქტიურად, რაც უფრო დამოკიდებულია საზოგადოება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მით უფრო მოწყვლადია კიბერ თავდასხმების მიმართ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის გლობალური რისკების ანგარიშის მიხედვით, კიბერსივრცეში არსებული რისკები კვლავ შედიან გლობალური რისკების რიცხვში. პანდემიამ COVID – 19 დააჩქარა ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი, თუმცა, გამოავლინა კიბერ სისუსტეები და არამზაობა. ამვდროულად, გაამწვავა ტექნიკური უთანასწორობა როგორც საზოგადოებებს შორის გარედან, ისე მათ შიგნითაც. იგივე ანგარიშის მიხედვით „მომავალ წელს ძალზედ მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება განხილულ იქნეს, როგორც სტრატეგიული ბიზნეს - საკითხი და განვითარდეს მჭიდრო საპარტნიორო ურთიერთობები ინდუსტრიებს, ბიზნესის ლიდერებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და პოლიტიკოსებს შორის. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სტრატეგიული საზოგადოებრივი გამოწვევა, კიბერუსაფრთხოებაც ვერ მოგვარდება იზოლირებულად “.

ბიბლიოგრაფია

1. The Global Risks Report 2021, 16th Edition of the World Economic Forum, In partnership with Marsh McLennan, SK Group and Zurich Insurance Group, 19 January, 2021 https://www.weforum.org/reports/the-global-risks-report-2021;
2. ვლადიმერ ნაფეტვარიძე, ელექტრონული მმართველობის დანერგვა საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები, 2020;
3. ვლადიმერ სვანაძე „განათლების მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოების განვითარებაში“, 2021;
4. e – Governance Academy https://ega.ee/projects/?programme=cyber-security;
5. ვლადიმერ სვანაძე, ანდრია გოცირიძე "კიბერ თავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები (ნაშრომების და სტატიების კრებული)", 2016;
6. GUIDE TO GOOD GOVERNANCE IN CYBERSECURITY, DCAF Business and Security Division, Directorate for Security Cooperation and Defence (DCSD) of the French Ministry of Europe and Foreign Affairs, 19 January, 2021 https://www.dcaf.ch/sites/default/files/publications/documents/CyberSecurity_Governance_ENG_Jan2021_0.pdf;
7. M. Iavich, S. Gnatyuk, G. Iashvili, A. Fesenko. Cyber security European standards in business. Scientific and Practical Cyber Security Journal (SPCSJ), 3(2):36-39, 2019