ინტერნეტ ფარგმენტაციის გამოწვევები და გლობალური კიბერსივრცე

ავტორი: ვლადიმერ სვანაძე
ორგანიზაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: ინტერნეტი, ინტერნეტ ტექნოლოგიები, ინტერნეტ ფრაგმენტაცია, კიბერსივრცე, კიბერუსაფრთხოება, კიბერდანაშაული, ინტერნეტ პროტოკოლები, კონფლიქტები, ინტერნეტ მმართველობის ფორუმი, ტუნისის დღის წესრიგი
აბსტრაქტი. „ინფორმაციული აფეთქება“ ასე უწოდეს თავის დროს ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალური განვითარებისა და მომხმარებლის სწრაფი ტემპებით ზრდის პროცესს. მოცემული პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა პანდემიის არსებობამ, რომლის დროსაც ინტერნეტისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებამ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიულ დონეზე არნახულ ზღავრს მიაღწია. სამწუხაროდ, ინტერნეტისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების სწრაფი მიმართულებით განვითარების პოზიტიურ პროცესს თან ახლავს გარკვეული რისკები, რაც საფრთხეს უქმნის გლობალური ინტერნეტ ქსელის ერთიანობასა და უსაფრთხოებას, მის მდგრადობასა და სტაბილურ განვითარებას. როცა ვსაუბრობთ გლობალური ინტერნეტ ქსელის ერთიანობაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ მოწვეული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი , რომლის მუშაობაში ჩართული არის ყველა დაინტერესებული მხარე - საჯარო და კერძო სექტორები, სამოქალაქო საზოგადოება და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ეს არის საუკეთესო პლატფორმა, სადაც ხდება ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე პროცესების შესახებ აზრთა გაცვლა, დისკუსია და გამოცდილებების გაზიარება დაინტერესებულ მხარეთა შორის როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე.

ბიბლიოგრაფია

სვანაძე ვ. „კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები და საქართველო“, 2022
Carnap Kai Von, “Fragmentation the Internet-Beyond and Within the Great Firewall”, MERICS-Mercator Institute for Chinese Studies, 2023
Christopher Meinel, „Russia’s War Against Ukraine is Catalyzing Internet Fragmentation“, Council on Foreign Relations, 2023
Kamaitis Konstantions, “Internet Fragmentation: Why It Matters for Europe” , 2023
Stokel-Wallker Chris, “Russia Inches Toward Its Splinternet”, 2022
Sullivan Andrew, “Misguided Policies the World over are slowly killing the Open Internet”, Internet society, 2023
Drake J. drake, Cerf Vinton G. ,Kleinwachter Wolfgang , “Internet Fragmentation: An Overwiev” , 2016