2017 წლის კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და საქართველო

ავტორი: ვლადიმერ სვანაძე
ორგანიზაცია: სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: challanges. cyber security
აბსტრაქტი. სტატიაში მოცემული არის ამერიკული ავტორიტეტული ორგანიზაცია FireEye - ს სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული რეპორტის მიმოხილვა, რომელიც ასახავს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში 2017 წელს კიბერუსაფრთხოების დარგში არსებულ გამოწვევებს. როგორი იქნება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვითარება ახალ 2017 წელს? ეროვნულ დონეზე რა ტიპის აქტივობებს უნდა ველოდოთ? რომელი სფეროები შეიძლება გახდეს კიბერთავდასხმის სამიზნე და რა მავნე პროგრამები შეიძლება იყოს გამოყენებული? რა ინვესტიციები განხორციელდება 2017 წელს? ამ და სხვა კითხვებზე ექსპერტები პასუხობენ, რომ „მომავლის განჭვრეტა ზოგადად რთულია, მაგრამ კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიაში ნათელი წარმოდგენა აქვთ, რომ ზოგიერთი განსაზღვრული თავდასხმების ტიპები გაგრძელდება იმავე ტემპებით.“ FireEye - ს მოცემული რეპორტის მიხედვით, მომავალ წელს მოსალოდნელია კიბერთავდასხმების გაზრდა მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებზე, მათშორის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში (EMEA). კერძოდ, ძალზედ გაიზრდება პოლიტიკურად მოტივირებული კიბერნეტიკული ოპერაციები, რომლებიც როგორც წესი თან ახლავს გლობალურ და რეგიონალურ კონფლიქტებს.

ბიბლიოგრაფია

Kevin Mandia, Grady Summers, Special Report/Questions and Answers: The 2017 Security Landscape - EMEA, December, 2016, FireEye
Vladimer Svanadze, Andria Gotsiridze, Cyber Defence: Main Players of Cyberspace. Police, Strategy and new Challenges of Cybersecurity, January, 2016;