კიბერუსაფრთხოება და აკადემიური სექტორი

ავტორი: ვლადიმერ სვანაძე
ორგანიზაცია: საჯარო მმართველობის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი

კატეგორია:

საკვანძო სიტყვები: კიბერუსაფრთხოება, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები, SQLI, ფიშინგი.
აბსტრაქტი. სულ უფრო მზარდია კიბერთავდასხმების სტატისტიკური მაჩვენებელი და ჰაკერების სულ უფრო დიდ ინტერესს წარმოადგენს აკადემიური სექტორი, სხვადასხვა სახის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრები, თუ ლაბორატორიები. აკადემიურ სექტორზე კიბერთავდასხმების მთავარ მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისა და თანამშრომლების ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა მათი მისამართები, ტელეფონის ნომრები, სოციალური უსაფრთხოების ნომრები, საბანკო ანგარიშები და ფინანსური დოკუმენტები. აკადემიურ სექტორში არის საკმაოდ დიდ მოცულობის მონაცემთა ბაზები, უზარმაზარი საჯარო ინფორმაცია, სადაც შედის არა მარტო პერსონალური მონაცემები, რაც შეიძლება ითქვას უფრო მეორეხარისხოვანია, არამედ იქ არის ინფორმაცია სხვადასხვა სახის კვლევების შესახებ, ამ კვლევების შედეგების შესახებ, კონკრეტული კვლევების პროცესისა და ტესტირების შესახებ. ამ ტიპის ინფორმაცია სასარგებლოა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისთვის, რომლებიც თავიანთი სადაზვერვო სამსახურების საშუალებით ხშირად მიმართავან კიბერჯაშუშობას, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რაც შეიძლება ეხებოდეს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, მიღწევებსა თუ გამოგონებებს. აკადემიური სექტორი და მასში გაერთიანებული სამეცნიერო - კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები არიან კიბერშეტევების სამიზნეები, რადგან იქ არსებული უზარმაზარი მოცულობის მონაცემები არის დაუცველი და ღირებული.

ბიბლიოგრაფია

სვანაძე ვ. „კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები და საქართველო“, 2022
სვანაძე ვ., გოცირიძე ა., კიბერ თავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და ახალი გამოწვევები, თბილისი, 2015
ნაფეტვარიძე ვ., „ელექტრონული მმართველობის დანერგვა საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები“, 2020
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, „კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე და რუსული კვალი“, 2020
Schwartz N., “Georgia health system's operations disrupted by cyberattack”, 2023
The Global Risks Report 2021, 16th Edition of the World Economic Forum, In partnership with Marsh McLennan, SK Group and Zurich Insurance Group, 19 January, 2021
GUIDE TO GOOD GOVERNANCE IN CYBERSECURITY, DCAF Business and Security Division, Directorate for Security Cooperation and Defence (DCSD) of the French Ministry of Europe and Foreign Affairs, 19 January, 2021
Cybersecurity education in a developing nation: the Ecuadorian environment, Frankie E. Catota1,2,*, M. Granger Morgan1 and Douglas C. Sicker, Journal of Cybersecurity, 2019.